კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს პირისპირ აუცილებლად შეხვდებიან.
„ეს შეხვედრა შედგება. პრეზიდენტებმა გამოხატეს თავიანთი პოლიტიკური ნება, რომ ის უნდა შედგეს, მათ შორის, ამას საჯაროდაც აცხადებდნენ. მაგრამ ეს შესაბამის დროს მოხდება. ამისთვის მომზადებაა საჭირო“ – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
ჟურნალისტმა პესკოვს დაუსვა შეკითხვა, შეიძლება თუ არა, გასულ კვირას ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის საუბარი იყოს წინ გადადგმული ნაბიჯი მომავალში ტრამპთან შეხვედრისთვის.
„რა თქმა უნდა, ეს გახდება დამატებითი ნაბიჯი ამ შეხვედრისკენ. ყველაფერი კარგად მიდის. საქმე ისაა, რომ თითქმის ნულიდან ურთიერთობების აღდგენა ძალიან რთულია და მოითხოვს ძალიან ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას. მთლიანი გზა პატარა ნაბიჯებისგან შედგება“ – აღნიშნა პესკოვმა.