უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო დარტყმას ქალაქ სუმზე, 20 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულების უმეტესობა სამოქალაქო პირია.
ადგილობრივი მთავრობა იუწყება, რომ რუსეთმა იერიშის დროს ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, სუმზე იერიშის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.