აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სწრაფი გზა რუსეთისთვის ოთხი უკრაინული ოლქის გადაცემა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აღნიშნული იდეა სტივ უიტკოფმა მარტში საჯაროდაც გამოთქვა, როდესაც ტაკერ კარლსონს ინტერვიუ მისცა.
„ეს რეგიონები რუსულენოვანია. იქ ჩატარდა რეფერენდუმები, სადაც ხალხის უმრავლესობამ გამოხატა სურვილი, რომ რუსეთის მმართველობის ქვეშ იყოს“- აღნიშნა უიტკოფმა.
თუმცა, როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ამ პოზიციას უკრაინა არაერთხელ შეეწინააღმდეგა.