აშშ-ის ახალი ტარიფები არ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და ჩიპებზე. ამის შესახებ აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ახალ განკარგულებაშია ნათქვამი.
ტარიფები არ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებსა, მათ შორის ნახევარგამტარებზე, მზის ბატარეებზე, ბრტყელ სატელევიზიო ეკრანებზე, ფლეშ ბარათებზე, მეხსიერების ბარათებსა და ბარათებზე, რომლებიც მონაცემების შენახვისთვის გამოიყენება.