აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთისა და უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი აცხადებს, რომ ომის შედეგად უკრაინა შეიძლება, დაიყოს რამდენიმე პასუხისმგებლობის ზონად, ბერლინის მსგავსად.
„შეიძლება, გაკეთდეს რაღაც იმის მსგავსი, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბერლინთან მოხდა, როდესაც იყო რუსული, ფრანგული, ბრიტანული და ამერიკული ზონა“ – განაცხადა კიტ კელოგმა.
მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ აშშ-ი არ გაგზავნის უკრაინაში სახმელეთო ჯარებს.