რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ რამდენიმე თვეში სააკაშვილმა გონება დაკარგა და ბრძანება გასცა რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის შესახებ.
“ნათქვამი იყო, რომ არცერთ ქვეყანას, არცერთ ქვეყანათა ჯგუფს, არცერთ ორგანიზაციას ევროატლანტიკურ, ეუთო-ს სივრცეში არ შეუძლია დომინირების პრეტენზია ჰქონდეს. ნატო სწორედ ამას აკეთებდა. როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში, არჩეულ იქნა პრეზიდენტად, მან არაერთხელ გააფრთხილა ამ კურსის ძალიან სახიფათო ბუნების შესახებ.
თუმცა გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ბავშვურია, რადგან სააკაშვილმა მართლა დაკარგა გონება ბუქარესტის შემდეგ რამდენიმე თვეში, როდესაც ბრძანება გასცა რუსი სამშვიდობოებზე თავდასხმის შესახებ და თავად დაარღვია ეუთო-ს მიერ მხარდაჭერილი შეთანხმება“, – განაცხადა ლავროვმა.