გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში კაფე “ლინვილის” სახურავი ჩაინგრა და იატაკიც ჩაიტანა. შემთხვევის დროს ადგილზე პერსონალიც და სტუმრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ტერიტორია მთლიანად აქვთ შემოსაზღვრული წითელი ლენტებით.
შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.