აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგმა განუცხადა, რომ უკრაინა არასოდეს დათანხმდება, რუსეთს ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები დაუთმოს.
ამ განცხადებით კელოგმა უპასუხა ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის პოზიციას, რომლის მოსაზრებითაც, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა ისეთი სტრატეგიის მხარდაჭერაა, რომლითაც რუსეთს უკრაინის ოთხ რეგიონზე საკუთრების უფლება მიენიჭება.
მედიის ცნობით, ტრამპთან შეხვედრაზე კელოგი შეეწინააღმდეგა უიტკოფს და განაცხადა რომ უკრაინა, მიუხედავად იმისა, რომ მზადაა, აწარმოოს მოლაპარაკებები ზოგიერთ პირობაზე, მაგრამ არასოდეს დათანხმდება მოსკოვისთვის ოთხ ოლქზე კონტროლის სრულად გადაცემას.