“როგორც ჰიტლერი ვერ იქნება პოლიტიკაში, ასევე სააკაშვილი ვერ უნდა იყოს ვერასდროს პოლიტიკაში”- წულუკიანი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კომიისის მუშაობა ერთი თვით გაგრძელდება. წულუკიანი ამბობს, რომ როგორც ჰიტლერი ვერ ვერ იქნება პოლიტიკაში, ასევე სააკაშვილი ვერ უნდა იყოს ვერასდროს პოლიტიკაში.

„როგორც ჰიტლერი ვერ იქნებოდა და ვერ იქნება პოლიტიკაში, ასევე სააკაშვილი ვერ უნდა იყოს ვერასდროს პოლიტიკაში. მან რაც არ უნდა შექმნას მომავალში „ვივამედში“ პარტია „ვივამედი“ ან პარტია „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის პატიმრები ძლიერი საქართველოსთვის“, „გირჩი 3“ თუ „გირჩი 4“, რასაც დაირქმევენ, სულერთია, რაც არ უნდა იყოს პარტიის სახელწოდება, კონკრეტულ პირებს აღარ უნდა ჰქონდეთ საქართველოში პოლიტიკის კეთების უფლება, როგორც ეს მოხდა ნაცისტური გერმანიის შემთხვევაში“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი თემები