37 წევრი ქვეყანა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეუთოს)საქართველოსთან დაკავშირებით მიმართავს და შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუარესების გამო.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს, „დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ეუთოს ინსტიტუტებთან“.
„გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველში ადამიანის უფლებების მდგომაროების გაურესების გამო. თებერვალში ჩვენი ბოლო დისკუსიის შემდეგ, ჩვენ სამწუხაროდ მომსწრე გავხით იმისა, თუ რა შემდგომ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება თავისი დემოკრატიული და უფლებადაცვითი ვალდებულებებისგან გასვლის თვალასაზრისით“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადება 11 აპრილს ეუთოს წევრი 37 ქვეყნის სახელით გაავრცელა ეუთოში გერმანიის ელჩმა, სუზან შიუტცმა.