„ევროკავშირი მზად არის, დაიცვას თავისი ეკონომიკა და კომპანიები აშშ-ის ტარიფების წინაშე“- ევროკომისარი

ევროკავშირი მზად არის, დაიცვას თავისი ეკონომიკა და კომპანიები აშშ-ის ტარიფების წინაშე, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ამის შესახებ  ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან და ვიპოვოთ კონსტრუქციული ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებები, ამიტომაც ჩვენ ასევე შევაჩერეთ 90 დღით ჩვენი პირველი საპასუხო ტარიფები, მაგრამ ცხადია, ჩვენ ასევე გადავცემთ გზავნილს, რომ ჩვენ თუ ვერ დავინახავთ ნაბიჯებს აშშ-ის მხრიდანაც და მზადყოფნას, შეაჩეროს სატარიფო პოლიტიკა, ჩვენ მოგვიწევს ჩვენი ეკონომიკის დაცვა. ჩვენ მოგვიწევს ჩვენი კომპანიების დაცვა და საპასუხო ზომების მიღება“, – აღნიშნა ევროკომისარმა მედიასთან საუბრისას.

მსგავსი თემები