“მზად ვართ, აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები ვიყიდოთ”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხდა, მზად არიან აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები იყიდონ.

„ამაზე გვისაუბრია აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან: უკრაინა უბრალოდ არ ითხოვს – მზად ვართ შესაბამისი [საჰაერო თავდაცვის] დამატებითი სისტემები ვიყიდოთ. სწორედ ძლიერი იარაღია ერთადერთი რამ, რასაც შეგიძლია ადამიანების სიცოცხლის დაცვა ანდო, როდესაც ისეთი მეზობელი გყავს, როგორიც რუსეთია“ – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვა პირველი პრიორიტეტია და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც უკვე ეხმარებიან უკრაინას.

მსგავსი თემები