აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა პეტერბურგში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, პუტინი და უიტკოფი განიხილავენ უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებს. ასევე შესაძლოა, განიხილონ რუსეთის პრეზიდენტსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის თემა.