აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი უნდა ამოძრავდეს, რადგან ძალიან ბევრი ხალხი იღუპება ომში.
„რუსეთი უნდა ამოძრავდეს. ძალიან ბევრი ხალხი იღუპება, ათასობით კვირაში, საშინელ და უაზრო ომში – ომში, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო, და არ მოხდებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!” – წერს ტრამპი