ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ავარიის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა. ,,აჭარის ტელევიზიის” ცნობით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, ორთაბათუმში მოხდა. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.