დოქტორმა ლია ვერონეზემ, ოქსფორდის უნივერსიტეტის ინგლისური განყოფილებიდან, აღმოაჩინა მსოფლიოში ცნობილი დრამატურგის, უილიამ შექსპირის სონეტი 116-ის იშვიათი ხელნაწერი ასლი, რომელიც დამალული იყო მე-17 საუკუნის პოეზიის კრებულში. SciTechDaily წერს, რომ ეს სონეტის მხოლოდ მეორე ცნობილი ხელნაწერი ასლია, რომელიც იდენტიფიცირებულია.
დოქტორმა ვერონეზემ ხელნაწერი იპოვა ოქსფორდის ბოდლეანის ბიბლიოთეკაში კვლევის დროს. სონეტი იყო სხვადასხვა ავტორის ლიტერატურული ნაწარმოებების ხელნაწერ კრებულში, რაც ადრეულ თანამედროვე პერიოდში პოეზიის გაცვლის საერთო ფორმა იყო.
ამ ასლს აქვს მხოლოდ ტექსტი და არა მუსიკა. ეს ვერსია განსაკუთრებით საინტერესოა ამ ლექსის ადაპტაციით. სონეტი მოთავსებულია პოლიტიკურად დატვირთულ ნაწარმოებებს შორის, როგორიცაა აკრძალული საშობაო სიმღერები და სატირული ლექსები 1640-იანი წლების დასაწყისის მოვლენებზე. ამ ეგზემპლარში სონეტი აღწერილია, როგორც კომპოზიტორი ჰენრი ლოუზის მუსიკაზე დადგმული სიმღერა.
გამოცემაში ხაზგასმულია, რომ რესპუბლიკური რეჟიმის დროს სიმღერების საჯარო შესრულება აკრძალული იყო. ამიტომ, ბევრმა მუსიკოსმა, მაგალითად, ჰენრი ლოუსმა, შეძლო თავის რჩენა სახლში საიდუმლო კერძო წარმოდგენებით.
შექსპირის კვლევების პროფესორი ამბობს, რომ ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია და ცხადყოფს იმას, რომ შექსპირის შემოქმედების აღმოჩენა ჯერ კიდევ შესაძლოა, რადგან ის ამოუწურავია.