ერთდღიანი ისტორიული ზრდის შემდეგ, მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ფასების ვარდნა დაფიქსირდა

Reuters-ის ინფორმაციით, ერთდღიანი ისტორიული ზრდის შემდეგ, მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ფასების ვარდნა დაფიქსირდა. იაპონური საფონდო ინდექსი Nikkei 5% გაუფასურდა, 2%-იანი კლებაა სამხრეთკორეულ Kospi აქციებზე.

უარყოფითი ტენდენციით გაიხსნა ვაჭრობა ამერიკულ საფონდო ბირჟებზეც. Dow Jones-ის ინდექსი ვაჭრობის დაწყებისთანავე 2%-მდე დაეცა.

ექსპერტები ბაზრებზე დაფიქსირებულ უარყოფით დინამიკას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გარკვეული ნაწილის დროებით შეჩერებას უკავშირებენ.

მსგავსი თემები