უნცია ოქროს ფასმა, ისტორიაში პირველად, 3 200 დოლარს მიაღწია. ნიუ იორკის Comex-ის ბირჟაზე ივნისის ოქროს ფიუჩერსების ფასი 55.47 დოლარით გაიზარდა და 3 232 დოლარს მიაღწია. მანამდე ცოტა ხნით ადრე, ფასმა მიაღწია ახალ რეკორდულ მაჩვენებელს, 3 240.2 აშშ დოლარს.
არსებული ინფორმაციით, ოქროზე მოთხოვნა იზრდება როგორც უსაფრთხო აქტივზე, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ან გლობალური ეკონომიკური დაძაბულობის შემთხვევაში, რაც ხელს უწყობს მისი ფასების ზრდას.