ორთვიანი ავადმყოფობის შემდეგ რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ტაძარში მივიდა

რომის პაპი ფრანცისკე ორთვიანი ავადმყოფობის შემდეგ საჯაროდ გამოჩნდა. ის ეტლში მჯდომი წმინდა პეტრეს ტაძარში მიიყვანეს, სადაც მან მომლოცველები დალოცა.

ტაძრის კანონიკის ვალერიო დი პალმას თქმით, რომის პაპის გამოჩენამ იქ მყოფ ადამიანებში დიდი ემოციები გამოიწვია.

პონტიფიკი რომის პაპის პია X-ის საფლავთან მივიდა და ილოცა, რის შემდეგ სანტა-მარტაში დაბრუნდა, სადაც ის ცხოვრობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესდება და ვატიკანში იმედს გამოთქვამენ, რომ რომის პაპი ფრანცისკე აღდგომის საზეიმო წირვას აღავლენს.

ცნობისთვის, 88 წლის რომის პაპი მძიმე პნევმონიით, კლინიკაში 14 თებერვალს მოათავსეს. ის კლინიკიდან 23 მარტს გაწერეს. პონტიფიკს მწვავე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

მსგავსი თემები