ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა ტოპ-ათეულშია

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ ბუკმეიკერებმა განაახლეს კოეფიციენტები 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგებაზე. ამ მომენტისთვის დიდი უპირატესობით ლიდერობს „ბარსელონას“ გარემარბი რაფინია. მის მიერ „ოქროს ბურთის“ მოგება ფასდება კოეფიციენტით – 2.20, რაც 45-პროცენტიან ალბათობას შეესაბამება.

ტოპათეულში შევიდა „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ფეხბურთელი მერვე პოზიციაზეა, არადა, ერთი თვის წინ ის TOP 20-შიც არ შედიოდა.

ოქროს ბურთი 2025. TOP10

რაფინია (ბარსელონა) – 2.20
ლამინ იამალი (ბარსელონა) – 6.00
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 6.00
უსმან დემბელე (პსჟ) – 7.00
კილიან მბაპე (რეალი) – 8.00
რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 9.00
პედრი (ბარსელონა) – 15.00
ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 21.00ვინ
ისიუსი (რეალი) – 41.00
ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 41.00

მსგავსი თემები