აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა აშშ-ის წინააღმდეგ ტარიფების დაწესება 90 დღით შეაჩერა. ევროკავშირზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ნახეს, როგორი საპასუხო ზომები მიიღო ტრამპმა ჩინეთის მიმართ, გადაწყვიტეს, „ცოტათი უკან დაიხიონ“ საპასუხო ზომების მიღებისას.
„მათ გადაწყვიტეს, უკან დაიხიონ. ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანურად მოიქცნენ“- აღნიშნა ტრამპმა.