“იქნება ხარჯები და პრობლემები, მაგრამ საბოლოოდ ეს მშვენიერ რამედ იქცევა”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სატარიფო პოლიტიკას გარდამავალი ხარჯები და პრობლემები მოჰყვება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვენიერი იქნება.

„იქნება გარდამავალი ხარჯები და პრობლემები, მაგრამ საბოლოოდ ეს მშვენიერ რამედ იქცევა. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ბევრი წლის წინ უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ დავუშვით ის, რომ სიტუაცია კონტროლს გასცდა და ზოგიერთ ქვეყანას საშუალება მივეცით, რომ ჩვენს ხარჯზე ძალიან დიდებული და ძალიან მდიდარი გამხდარიყო. მე არ ვაპირებ, რომ ეს დავუშვა“ – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები