სეს-მა რძეში, ხორცსა და კვერცხში დამაბინძურებლების კვლევაზე ტენდერი გამოაცხადა

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური წარმოშობის სურსათში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების კვლევაზე ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 322 515 ლარი. დოკუმენტაციის თანახმად, გამოსაკვლევი ნიმუშების სავარაუდო რაოდენობაა 1339. დამაბინძირებლები და სხვა ნარჩენი ნივთიერებები უნდა გამოიკვლიონ მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, ღორის, ბოცვრისა და ფრინველის ხორცში (839 ნიმუში), კვერცხში (200 ნიმუში) და რძეში (300ნიმუში).

დამაბინძურებლების და ნარჩენი ნივთიერებების ჩამონათვალი კი ასეთია:

“პროჟესრეტონი, მედროქსიპროჟესტერონის აცეტატი, 17- β ესტრადიოლი, თრენბოლონი, ტესტოსტერონი, ზერანოლი, დაფსონი, ქლორამფენიკოლი, ფურაზოლიდონი (AOZ), ფურალტადონი (AMOZ), ნიტროფურაზონი (SEM), ნიტროფურანთოინი (AHD), მეტრონიდაზოლი (MNZ), დიმეტრიდაზოლი (DMZ), რონიდაზოლი (RNZ), ტეტრაციკლინი, ოქსიტეტრაციკლინი, ქლორტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი, ბენზილპენიცილინი, ამპიცილინი, კლოქსაციკლინი, სტრეპტომიცინი, კანამიცინი, ნეომიცინი, გენტამიცინი, ერითრომიცინი, ალბენდაზოლი, ლევამიზოლი, აფლატოქსინი M1”

მსგავსი თემები