სპეციალური ტრიბუნალი, რომლის შექმნასაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიების მიზნით აპირებენ, ვლადიმერ პუტინს დაუსწრებლად არ გაასამართლებს, სანამ ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იქნება.
მედიის ცნობით, მსგავსი დებულება გავრცელდება რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიმართ. მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაშვებული, თუ ბრალდებულები სასამართლო სხდომას ფიზიკურად დაესწრებიან, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
რუსეთი არ აღიარებს უკრაინაში შეჭრას და ეწინააღმდეგება დასავლეთთან თანამშრომლობას.