რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია საავტომობილო გზა.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები.
პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოგვიანებით მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.