“აშშ გააგრძელებს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”- ტრამპი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტი მისალოც წერილში წერს, რომელიც აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით გაუგზავნა. ტრამპი წერილში აღნიშნავს, რომ ქვეყნებს ერთად მუშაობის დიდი ისტორია აქვთ და გამოთქვამს იმედს, რომ უახლოეს წლებში გადაიდგმება ნაბიჯები დიდი მიღწევებისკენ.

„მადლობელი ვარ აზერბაიჯანის მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის ჩვენი პარტნიორი ისრაელის მიმართ და მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომლებსაც თქვენ და სომხეთი დგამთ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რადგან ჩვენი ქვეყნები ისწრაფვიან წარმატებისკენ. შეერთებული შტატები გააგრძელებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”-  აღნიშნულია წერილში.

 

 

მსგავსი თემები