“ლარის კურსი მყარდება, ჩვენი ანალიზი იყო აბსოლუტურად სწორი” – ნათია თურნავა

“ლარის კურსი მყარდება, ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ანალიზი იყო აბსოლუტურად სწორი”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მინისტრი ლარის კურსის გამყარების ტენდენციას პროგნოზირებს. ამასთან, კიდევ ერთხელ განმარტავს, რა იყო ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარი მიზეზები.

„რყევები მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს, მოჰყვა დესტაბილიზაციის მცდელობას, პარლამენტის შტურმს. შემდეგ ეს აისახა ნეგატიურ საინფორმაციო ფონზე. ძალიან ბევრი სპეკულაციური განცხადება გაკეთდა, რომელიც აღრმავებდა ნეგატიურ მოლოდინებს, რომლებსაც შეუძლიათ, ასე ვთქვათ, ცუდი გავლენა იქონიონ და მოკლევადიან პერსპექტივაში, ლარის კურსის რყევა გამოიწვიონ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ტენდენციები არ არის განგრძობადი და ჩვენი ეკონომიკა იძლევა შესაძლებლობას, ყველამ ვივარაუდოთ, რომ ლარი საკმაოდ ჯანსაღი და მყარი ვალუტაა“, – განაცხადა თურნავამ.

მსგავსი თემები