თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც დაკავშირებულია რუსეთთან, თუმცა რეალობასულ სხვა რამეს აჩვენებს.
„ეს ადამიანები, ზოგადად, ყოველთვის შემოიფარგლებიან რუსეთით და რუსული ნარატივით. მათი მთავარი თემაა, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს რუსეთისკენ, თუმცა ამის არანაირი ფაქტი, მტკიცებულება არ არსებობს. ვიღაც რუსეთში მღერის და თავს უხრის რუსეთის პრეზიდენტს, ვიღაც ბიზნესს აწარმოებს რუსეთში, ვიღაც საკუთარ საცხოვრებელს აქირავებს რუს ტურისტებზე, მაგრამ ეს ადამიანები გამოდიან და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც დაკავშირებულია რუსეთთან და რუსებთან, თუმცა რეალობა, თუნდაც ეს კონკრეტული ფაქტი, სხვა რამეს მიანიშნებს“ – ასე უპასუხა კალაძემ პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.