დომინიკელთა რესპუბლიკაში ღამის კლუბის ჭერის ჩამონგრევის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა. მაშველებმა 189 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ადგილზე სამაშველო ოპერაცია დასრულებულია.
სანტო დომინგოს პოპულარულ ღამის კლუბში, Jet Set-ში ჭერი ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 01:00 საათზე ჩამოინგრა, როდესაც სცენაზე მერენგეს შემსრულებლის, რუბი პერესისა და მისი ბენდის წარმოდგენა მიმდინარეობდა.
გარდაცვლილებს შორის არიან თავად მომღერალი, ასევე ბეისბოლის მთავარი ლიგის ორი ყოფილი მოთამაშე. უცნობია, თუ რა გახდა ჭერის ჩამონგრევის მიზეზი.