“სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს”- მდინარაძე

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე დიდმა ბრიტანეთის მიერ კიდევ ოთხი ქართველი მაღლაჩინოსნის დასანქცირებას გამოეხმაურა. მდინარძის თქმით, სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს.

„9 აპრილი, 1989 წელი. იარაღი – ტანკი და ნიჩაბი. თავდასხმის ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება. 10 აპრილი, 2025 წელი. იარაღი – სანქცია. ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება.

მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!

პ. ს. სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი…“- დაწერა მდინარაძემ „ფეისბუქზე“.

მსგავსი თემები