უცხოური მედიის ცნობით, დომინიკის რესპუბლიკაში, სანტო-დომინგოს კლუბში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 184-მდე -გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 150 ადამიანი.
დაღუპულია მონტე კრისტის პროვინციის გუბერნატორი ნელსი კრუზი, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე საავაამყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა ნანგრევებიდან ამოყვანილი ცნობილი ბეისბოლისტი ოქტავიო დოტელი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ღონისძიების დროს ადგილზე 500-1000 ადამიანი იმყოფებოდა. დაახლოებით 400 მაშველი კვლავ აგრძელებს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
ნგრევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ასევე უცნობია ისიც, თუ როდის გაიარა შენობამ ბოლო შემოწმება. დომინიკის პრეზიდენტმა ლუის აბინადერმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
Jet Set სანტო-დომინგოში პოპულარული ღამის კლუბია, რომელიც რეგულარულად მასპინძლობს მუსიკოსებს. დამსწრეთა შორის იყვნენ პოლიტიკოსები, სპორტსმენები და სხვა ცნობილი ადამიანები.