,,წითელა დაბრუნდა” – რას ამბობს ინფექციონისტი

,,წითელა დაბრუნდა, გვაფრთხილებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები. ეს შეეხება როგორც ევროპის კონტინენტს, ასევე აშშ-ს”, – ამის შესახებ ინფორმაციას, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,ევროპაში წითელას რაოდენობამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. დაფიქსირდა სიკვდილის 38 შემთხვევა. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) თანახმად, შემთხვევების მნიშვნელოვანი წილი მოდის 15-19 წლის და 30 წელზე მეტი ასაკის ადამიანებზე.

წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპაში დაფიქსირდა რუმინეთში (30 ათასი). ამ გაზაფხულზე ვარაუდობენ წითელას შემთხვევების მატებას. შემთხვევების უმეტესი ნაწილი აუცრელ ადამიანებზე მოდის”, – წერს ინფექციონისტი.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები იყვნენ აცრილები წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით.

მსგავსი თემები