ევროკავშირი აშშ-ის ტარიფების საპასუხო ზომებს 90 დღით აჩერებს

ევროკავშირი აშშ-ის ტარიფების საპასუხო ზომების ამოქმედებას 90 დღით აჩერებს. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

„გავითვალისწინეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. გვსურს, მოლაპარაკებებს შანსი მივცეთ. ვასრულებთ რა ევროკავშირის საპასუხო ზომების მიღების პროცესს, რომლებსაც ჩვენი წევრი სახელმწიფოები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ, ჩვენ მათ 90 დღით შევაჩერებთ.

თუ მოლაპარაკებები დამაკმაყოფილებელი არ იქნება, ჩვენი საპასუხო ზომები ამოქმედდება. შემდგომი საპასუხო ზომების მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. როგორც ადრე ვთქვი, ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

მსგავსი თემები