აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ათობით ქვეყანაზე დაწესებულ მაღალ ტარიფს 90 დღით აპაუზებს. ინფორმაციას ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 75-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა აშშ-ის წარმომადგენლებს, მათ შორის ვაჭრობის, ხაზინისა და აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის დეპარტამენტებს, რათა მოლაპარაკებები აწარმოონ ვაჭრობასთან, სავაჭრო ბარიერებთან, ტარიფებთან, სავალუტო მანიპულაციასა და არამონეტარულ ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, და იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებს, ჩემი ძლიერი რეკომენდაციით, არ გაუტარებიათ არანაირი ფორმით საპასუხო ზომები აშშ-ის წინააღმდეგ, დავამტკიცე 90-დღიანი პაუზა და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდება საპასუხო ტარიფები 10%-მდე, ეს გადაწყვეტილებაც დაუყოვნებლივ შედის ძალაში”, – წერს ტრამპი.
რაც შეეხება ჩინეთს, ტრამპმა ტარიფები 125%-მდე გაუზარდა.
“ჩინეთისთვის დაწესებული 125%-იანი ტარიფები ძალაში შედის დაუყოვნებლივ”- ტრამპი