აშშ-ის პრეზიდენტის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, სატარიფო სტრატეგია ტრამპის „გარიგების ხელოვნების“ ნაწილია. ამის შესახებ ლევიტმა აშშ-ის ხაზინის მდივანთან, სკოტ ბესენტთან ერთად თეთრი სახლის ეზოში ჟურნალისტებს უთხრა.
„მედიაში ბევრმა თქვენგანმა აშკარად ვერ გაიგეთ გარიგების ხელოვნება. თქვენ აშკარად ვერ დაინახეთ, რას აკეთებს პრეზიდენტი ტრამპი აქ“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.