სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მან ნეიტრალური დროშით გამომსვლელი იადკოვსკი დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეოთხე მედალი მოუტანა.
დღესვე ევროპის ჩემპიონატზე მძიმეწონოსანი სოლომონ მანაშვილი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.