„ევროპასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვსურს, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვის ხარჯზე არა“- ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გამოსვლისას ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „სამხრეთ კავკასიის წამყვანმა ქვეყნებმა უნდა აიღონ თანამშრომლობის მთავარი ტვირთი“. პრეზიდენტი ამბობს, რომ  ვროპასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს.

„ჩვენ, როგორც აზერბაიჯანს, გვინდა გვქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა ევროპულ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, ევროკომისიასთან, მაგრამ არა ჩვენი ინტერესების ხარჯზე, არა მათი მუდმივი მცდელობის ხარჯზე, ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში, დააფინანსონ ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი, ტვინი გამოურეცხონ ჩვენს ახალგაზრდობას და ტვინი მოუწამლონ ზოგიერთ ადამიანს ჩვენს რეგიონში“ – განაცხადა  ალიევმა.

მსგავსი თემები