უნგრეთი არ ეთანხმება ევროკომისიის შეთავაზებას შტატებისთვის საპასუხო ტარიფებს დაწესებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
“დღეს უნგრეთი აშშ-ისთვის საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ ევროკომისიის შეთავაზების წინააღმდეგ აძლევს ხმას. ესკალაცია არ არის პასუხი. ასეთი ზომები უფრო მეტად დააზარალებს ევროპულ ეკონომიკას და მოქალაქეებს ფასების ზრდით. წინსვლის ერთადერთი გზა არის მოლაპარაკებები და არა შურისძიება”- აღნიშნავს პიტერ სიარტო.
ცნობისთვის, ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის საპასუხო, 25%-იანი საიმპორტო ტარიფის დაწესებას გეგმავს.