“ეს ღრმად საბჭოთა აზროვნებაა”- პაპუაშვილის პასუხი ევრპარლამენტარს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, „ქათული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ, გერმანელი ევროპარლამენტარის მიხაელ გალერის მიერ გაკეტებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი.

,,საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო, არადა კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო. ასე რომ, კი, ეს ღრმად საბჭოთა აზროვნებაა და რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი”, – წერს პაპუაშვილი “ფეისბუქზე“.

„თუ ივანიშვილს აქტივები გააჩნია საფრანგეთში, რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული”- მიხაელ გალერი

მსგავსი თემები