ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ქართველი ხალხი რუსეთის მხარეს არ დგას.
“ვფიქრობ, რომ უნდა დავინახოთ ქართველი ხალხის ენერგია, რომ დემონსტრაციები ატარონ ყოველ საღამოს ამდენი დღის შემდეგაც. ისინი აჩვენებენ საქართველოს დროშებს, ევროპულ დროშებს და ასევე ბევრ უკრაინულ დროშასაც ნახავთ. ასე რომ, ისინი აჩვენებენ რომელ მხარეს დგანან ამ ომში. ისინი რუსეთთან არ დგანან და ისინი თავის პერსპექტივას რუსეთთან არ ხედავენ, რაც, როგორც ჩანს, ეწინააღდმეგება ივანიშვილის რეჟიმს.
თუ არ მეშლება, ივანიშვილი, ასევე, საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული”- განაცხადა მან.