თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო

თურქეთის ქალაქ გუმუშანეში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4,2 მაგნიტუდა შეადგინა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 06:09 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 5,9 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

 

მსგავსი თემები