ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხდა, რომ ევროკავშირმა საქართველოში უნდა იმუშაოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვინაიდან, შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა, რომელსაც დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია.
“ვითარება გვაქვს, როდესაც დემოკრატიული მისწრაფებების, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მქონე ხალხი ძალიან რთულ ვითარებაშია მაფიური ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. ამ მომენტში ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს ქართველი ხალხის ამ მისწრაფებებს და რეპრესიებს, რომელსაც აწარმოებს “ქართული ოცნება”, არსებითად კი “ქართული კოშმარი”- ამბობს ევროპარლამენტარი.