რუსეთი და აშშ სტამბოლში ხვალ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს გამართავენ

რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები თურქეთის ქალაქ სტამბულში მოლაპარაკებების მეორე რაუნდს ხვალ გამართავენ. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ტემი ბრიუსი ავრცელებს.

„10 აპრილს აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები სტამბულში მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს იმისთვის, რათა შეეცადონ მიაღწიონ პროგრესს ორმხრივი ურთიერთობის დარეგულირების კუთხით“, – თქვა ბრიუსმა.

მისი თქმით, სტამბულში შეხვედრის დროს უკრაინის საკითხი და უსაფრთხოების სხვა თემები განხილული არ იქნება. მთავარი თემა მხოლოდ რუსულ-ამერიკული ურთიერთობები იქნება.

ცნობისთვის, რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებმა პირველი შეხვედრა სტამბულში 27 თებერვალს გამართეს.

მსგავსი თემები