,,პუტინს სურს, რომ დასავლეთ ბალკანეთი მისი შემდეგი სათამაშო მოედანი იყოს” – დევიდ ლემი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სურვილია დასავლეთ ბალკანეთი მისი შემდეგი სათამაშო მოედანი იყოს.

,,პუტინის ინტერესია არასტაბილურობის შენარჩუნება. მისთვის სასარგებლოა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები დარჩნენ დაძაბულ მდგომარეობაში, დესტაბილიზებული მოსახლეობით და კიბერ და ჰიბრიდული ომის წარმოება შეძლოს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ბრიტანეთი შეშფოთებას გამოთქვამს დასავლეთ ბალკანეთში დაძაბულობის ზრდის გამო და მოუწოდებს რეგიონს, „წინ წაიწიოს“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის „რუსეთის სათამაშო მოედნად დარჩება“.

ლემის აზრით, როდესაც ევროპაში ომია და შეინიშნება „რუსული ჩარევის გრძელი ხელი ამ რეგიონშიც“, არ ღირს თვალის არიდება დასავლეთ ბალკანეთისგან, სადაც, მისი თქმით, კვლავ არსებობს გადაუჭრელი ისტორიული პრობლემები.

მსგავსი თემები