“გვაქვს მოლოდინი, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლარის გამყარების პოზიტიურ მოლოდინს მთავრობას ეკონომიკაში არსებული პროცესები უჩენს.

პრემიერის განცხადებით, ლარი აუცილებლად გამყარდება, რადგან ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღი და დინამიკურია. პრემიერი ლარის გაუფასურებას სხვადასხვა ფაქტებს, მათ შორის, ტურიზმის შემცირებას უკავშირებს. მისი თქმით, ტურიზმის სექტორში, ქვეყანას მაღალი ზრდის ტემპი ჰქონდა, თუმცა, „ცნობილმა მოვლენებმა“ ამ მიმართულებით პრობლემები შექმნა.

„ლარი უკვე ორი დღეა გამყარების ტენდენციას გვიჩვენებს. პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ნებისმიერი ანალიზი ამას მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იყო ჯანსაღი, ეს დაადასტურა საქსტატის მონაცემებმაც. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს,რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არის მყარი, ჯანსაღი და ლარი იყო ზედმეტად გაუფასურებულია. ამას ხელი შეუწყო ნეგატიურმა ფონმა და ამ ფონით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა.ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები არის პოზიტიური და გვიჩვენებს მყარ დინამიკას“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები