ტრამპმა ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტზე ტარიფების შემოღება დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სულ მალე ის ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტზე ტარიფებს შემოიღებს. Bloomberg-ის ცნობით, ტრამპს დეტალური ინფორმაცია არ გაუჟღერებია, მაგრამ თქვა, რომ ტარიფების შემოღების შემდეგ მწარმოებლები ამერიკაში „გაიქცევიან“, რადგან ამერიკული ბაზარი ძალიან დიდია.

თეთრი სახლის ლიდერს არაერთხელ უთქვამს, რომ ქვეყანაში ფარმაცევტული წარმოების ნაკლებობაა და ის აშშ-ში წამლების წარმადობის გაზრდის მიზნით იმპორტულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებას გეგმავს.

მსგავსი თემები