ტრამპის ტარიფებით თავად ამერიკული კომპანიაბი დაზარალდნენ

ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ მსოფლიო შოკში ჩააგდო. 180-ზე მეტი ქვეყანა შტატების მხრიდან დამატებითი ტარიფების ზონაში მოექცა, რაც იმას ნიშნავს, რომ შტატებში იმპორტირებულ პროდუქციაზე მათ სხვადასხვა პროცენტულობის გადასახადი უნდა გადაიხადონ. ზოგმა 40%, ზოგმა კი ნაკლები. ჩამონათვალში ერთ-ერთი ჩინეთი 34%-იანი ტარიფით, თუმცა ტრამპი იმუქრება, რომ ეს მაჩვენებელი შესაძლოა გაიზარდოს.

„სავაჭრო ომი“ ასე აფასებენ ქვეყნები ტრამპის პოლიტიკას და აცხადებენ, რომ ეს შედეგს არ მოიტანს. მსოფლიოს წინააღმდეგ ტარიფების დაწესება გლობალურმა ინვესტორებმა საკმაოდ  ნეგატიურად აღიქვეს, რაც საფონდო ინდექსების მკვეთრ ვარდნაზე აისახა.

ტარიფების დაწესებიდან დღემდე, მსოფლიოში თითქმის ყველაფრის შეფასება დაეცა. ყველაზე დიდი დანაკარგი კი სწორედ იმ ამერიკულ კომპანიებს აქვთ, რომელთა მილიარდერი ხელმძღვანელები ტრამპის ინაუგურაციას ესწრებოდნენ და ტაშს უკრავდნენ.

აღნიშნულმა სატარიფო პოლიტიკამ ყველაზე მეტად ამერიკულ „დიდ შვიდეულს“ დაარტყა. ზარალის მაჩვენებელი კი შემდეგია:

Apple – -$651 მლრდ;

Nvidia  -$330 მლრდ 

Amazon – -$195 მლრდ 

Meta –  -$176 მლრდ 

Tesla – -$153 მლრდ 

ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო, ბრიტანულმა Jaguar Land Rover-მა, რომელსაც ინდური Tata Holdings ფლობს, აშშ-ში ავტომობილების ექსპორტი დროებით შეაჩერა.

რაც შეეხება საქართველოს, ის 10%-იან ტარიფებში მოექცა.

მსგავსი თემები