,,ეს მარტივი ტოქსინი არ არის, ღვიძლის დამშლელი ტოქსინია” – ხათუნა ახალაია ,,მედიაცენტრ მთავარში”

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ექსპერტის, ეკოტოქსიკოლოგ ხათუნა ახალაიას განცხადებით, აფლატოქსინი ღვიძლის დამშლელი ტოქსინია და ის საკმაოდ სერიოზული დაავადებების გამომწვევია.„მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე მან ამ პრობლემიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, პროდუქციის წარმოების დროს მნიშვნელოვანია, რომ მწარმოებლებმა დაიცვან გარკვეული სტანდარტები, რომელიც აფლატოქსინის გავრცელებას ხელს არ შეუწყობს. ასევე, სურსათის მწარმოებლებმა სპეციფიკურ ეტიკეტირებაზე უნდა იზრუნონ, რომელიც მომხმარებელს ინფორმაციას მიაწვდის, რომ გარკვეული პროდუქტი ლაბორატორიულად შემოწმებულია და აფლატოქსინს არ შეიცავს.

,,მწარმოებლებში სტანდარტების დანერგვა არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მწარმოებელს თავისი პროდუქციის წარმოების სტანდარტი ჰქონდეს. ნებისმიერ ქსელს, როდესაც პროდუქტს მიაწვდის, ჩანაწერების სახით უნდა მიაწოდოს, თუ რა იყო გამოყენებული, სად იყო პროდუქტი შენახული და ა.შ. ძალიან ხშირად, რაღაც ეტაპამდე მწარმოებელი კეთილსინდისიერია, თუმცა როცა პროდუქტზე კონტროლი ნაკლებია, შემდეგ მწარმოებელი თავისი პროდუქციის რეალიზაციის პროცესზე თვალს ხუჭავს”, – განაცხადა ხათუნა ახალაიამ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

ექსპერტი მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ გაყიდვის ქსელში პროდუქციის ყიდვის დროს, აუცილებლად პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზი მოითხოვონ.

„სურსათის მწარმოებლებმა სპეციფიკურ ეტიკეტირებაზე უნდა იზრუნონ, რომელიც მოსახლეობასთან კავშირის, კონტაქტის საშუალებას მისცემს. ეტიკეტის საშუალებით ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რომ ლაბორატორიულად შემოწმებულია და აფლატოქსინი არ აქვს. სახელმწიფო სტრუქტურასაც იმხელა შესაძლებლობები არ აქვს, რომ ყველა რძის პუნქტი შეამოწმოს, თუმცა თუ ნაბიჯები გადაიდგმება და ბიზნეს ოპერატორების, დისტრიბუციის ქსელის და მაღაზიის გაკონტროლების ქსელის ჯგუფები შეიქმნება, კონტროლის მექანიზმები გაძლიერდება”, – აღნიშნა ხათუნა ახალაიამ „მედიაცენტრ მთავართან”.

ჩირები, თხილეული, მარცვლეული – სად შეიძლება შეგვხვდეს აფლატოქსინის შხამი?

მსგავსი თემები