ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დატოვა

ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულებულია, მან საქალაქო სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი თქმით, კითხვები შეეხებოდა ფინანსურ დოკუმენტაციებსდა ფინანსებს, რაშიც ნიკა გვარამიას განცხადებით, ის კომპეტენტური არ არის. 

“დამკვიდრებული სავაჭრო წესების განხილვა მიმდინარეობს სისხლის სამართლის წესით. მომისმინეს, დაიბარებენ, ალბათ ჩვენს ფინანსურ სამსახურებს. მე რა ინფორმაციაც ვიცი, კომპეტენტური ვარ და მახსოვს მივაწოდე, ციფრების მდგენელების ჩაშლა არ ვიცი. მობრძანდეს ქიბარ ხალვაში, მისი ყადაღით დანგრეულ კომპანიას მიხედოს, ჩაასხას ფული გაისტუმროს ვალები და გაისტუმრონ ხელფასები. მეც მაქვს ჩემი პრეტენზიები “რუსთავი 2″-ის მიმართ, ოღონდ ის განიხილება ლონდონის არბიტრაჟში. იმიტომაც იხილავენ სისხლის სამართლის წესით, რადგან ნებისმიერი სამოქალაქო დავა ჩემთან საქართველოში შეუძლებელია,”- აცხადებს ნიკა გვარამია.

მსგავსი თემები