მართლმადიდებლური ეკლესია ილიაობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ილიაობას აღნიშნავს. საზეიმო წირვას უწმინდესი სამღვდელოებასთან ერთად სამებაში აღავლენს.

ეკლესია დღეს მოიხსენიებს წმინდა ილია თეზბიტელს და ილია მართალს (ჭავჭავაძე). დღესვე აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ანგელოზის დღე.

საზეიმო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან.


მსგავსი თემები